კორპორაციული სამართალი

ჩვენ დაგეხმარებით საწარმოების დაფუძნების, წესდების და/ან დამფუძნებელთა ხელშეკრულების მომზადებაში. კომპანიაში წილების და აქციების ყიდვა-გაყიდვის პროცესში რაც გულისხმობს შესაბამის კონსულტაციებს, სამართლებრივ დოკუმენტების მომზადებას და დაფუძნების პროცესში წარმომადგენლობას ადმინისტრაციულ ორგანოებთან.

ჩვენი ბიუროს ადვოკატები დაგეხმარებიან კომპანიების სხვადასხვა სახის რეორგანიზაციისა ( დაყოფა, შერწყმა, სამართლებრივი ფორმის ცვლილება) და ლიკვიდაციის პროცესში, რაც გულისხმობს, საჭირო იურიდიულდოკუმენტების, მათ შორის დიუ დილიჯენსის მომზადებას, წარმომადგენლობას ადმინისტრაციულ ორგანოებში. 

ჩვენ ბიუროს აქვს გამოცდილება დიდი კორპორაციული შერწყმების და შესყდვების ტრანზაქციების მომსახურების, მათ შორის ინტელექტბანკის შეძენა საქართველოს ბანკის მიერ, კავკასუს ნეტვორკის მიერ ჯეორჯიან ონლაინის შეძენა და ა.შ.

ბიუროს შესახებ

საადვოკატო ბიურო კორძახია, ჟღენტი სპს კლიენტებს აწვდის მომსახურების სრულ პაკეტს. ჩვენი პრაქტიკა მოიცავს ხელშეკრულებების გაფორმებასთან, სამოქალაქო, საბანკო, უძრავ ქონებასთან, სამეწარმეო, ფასიანი ქაღალდების, საგადასახადო სამართალთან დაკავშირებულ საკითხებს, ასევე წარმომადგენლობას არბიტრაჟსა და სასამართლოში.

ვრცლად
სიახლე
01.09.2017
2017 წლის სექტემბრიდან ნინო სოსელია გახდა საადვოკატო ბიურო "კორძახია, ჟღენტი" სპს-ს პარტნიორი. ვრცლად
კონტაქტი
მისამართი:
თბილისი, პეტრიაშვილის ქ. 10

ტელეფონი:
(+995 32) 2921878, 2220417

ფაქსი: (+995 32) 2921878

ელ-ფოსტა:
info@kjlaw.ge

ვებ-გვერდი:
www.kjlaw.ge