პრო ბონო

ჩვენი საადვოკატო ბიურო ამაყობს მის მიერ განხორციელებული სოციალურად დაუცველი პირების და იდეალური მიზნების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის განხორციელებლი უფასო იურიდიული მომსახურების მზარდი  სტატისტიკით.

საადვოკატო ბიურომ 2011 წელს გააფორმა მემორანდუმი უფასო საადვოკატო მომსახურების შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან, რომლის საფუძველზე ბიურო უფასოდ ემსახურება ასოციაციის მიერ ნომინირებულ პირებს, რომლებიც უფასო იურიდიული დახმარების მიღების კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ.

ბიუროს ადვოკატები მონაწილეობდნენ შემდეგ pro bono პროექტებში:

 - „საქართველოს სახლისთვის „ უფასო იურიდიული დახმარება სხვადასახვა პროექტის განხორციელებაში, მათ შორის მუცოს აზომვა–რეაბილიტაცია, ვირის ხიდის აღდგენის პროექტი, ეთნოგრაფიული მუზეუმის განახლება: www.georgianhouse.ge  

- ICOMOS საქართველოსთვის უფასო კონსულტაციები ისტორიულ ძეგლთა და თბილისის ძველი უბნის რესტავრაციის -კონსერვაციის და რევიტალიზაციის პროექტებში: http://www.icomos.org.ge/1.html

- საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის განვითარების ფარგლებში ადვოკატთა მარეგულირებელ კანონმდებლობასა და ასოციაციის წესდებაზე მუშაობა.

ჩვენი ერთ-ერთი პარტნიორი - ირაკლი კორძახია 2010 წლიდან არჩეულია არაანაზღაურებად თანამდებობაზე – საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის თავმჯდომარედ. www.gba.ge

ბიუროს შესახებ

საადვოკატო ბიურო კორძახია, ჟღენტი სპს კლიენტებს აწვდის მომსახურების სრულ პაკეტს. ჩვენი პრაქტიკა მოიცავს ხელშეკრულებების გაფორმებასთან, სამოქალაქო, საბანკო, უძრავ ქონებასთან, სამეწარმეო, ფასიანი ქაღალდების, საგადასახადო სამართალთან დაკავშირებულ საკითხებს, ასევე წარმომადგენლობას არბიტრაჟსა და სასამართლოში.

ვრცლად
სიახლე
01.09.2017
2017 წლის სექტემბრიდან ნინო სოსელია გახდა საადვოკატო ბიურო "კორძახია, ჟღენტი" სპს-ს პარტნიორი. ვრცლად
კონტაქტი
მისამართი:
თბილისი, პეტრიაშვილის ქ. 10

ტელეფონი:
(+995 32) 2921878, 2220417

ფაქსი: (+995 32) 2921878

ელ-ფოსტა:
info@kjlaw.ge

ვებ-გვერდი:
www.kjlaw.ge