ბიუროს შესახებ
საადვოკატო ბიურო სპს “კორძახია, ჟღენტი”  კლიენტებს აწვდის მომსახურების სრულ პაკეტს. ჩვენი პრაქტიკა მოიცავს სამოქალაქო, საბანკო, ფასიანი ქაღალდების, სამეწარმეო და საგადასახადო სამართალს, ამასთან ხელშეკრულებების გაფორმებასა და უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საკითხებს; წარმომადგენლობას არბიტრაჟსა და სასამართლოში. ფირმა დაფუძნდა 1999 წელს "პატარაია და პარტნიორების" სახელწოდებით.  თითქმის 15-წლიანი გამოცდილება სამოქალაქო, კომერციული და ადმინისტრაციული სამართლის უმეტეს სფეროში საშუალებას გვაძლევს კლიენტებს შევთავაზოთ შედეგზე ორიენტირებული და მათ მოთხოვნებზე მორგებული მომსახურება. 
 ფირმის კლიენტებს შორის არიან ფინანსური ინსტიტუტები, საწარმოები, რომლებიც საქმიანობენ შემდეგ სფეროებში:ინფრასტრუქტურის განვითარება, ფარმაცევტული ბაზარი,ფასიანი ქაღალდები, ლიზინგი, მშენებლობა და სხვ. ფირმა მომსახურებას უწევს საელჩოებსა (აშშ, შვეიცარია, ჰოლანდია) და USAID-ის, ABD-ის, KFW-ის მიერ დაფინანსებული პროექტების განმახორციელებელ ორგანიზაციებს.ჩვენს კლიენტებს საქართველოში ბიზნესის დაწყების მომენტიდან ვეხმარებით სხვადასხვა სამართლებრივი საკითხის გადაჭრაში: შვილობილი საწარმოს ან ფილიალის დაფუძნება, გარიგებების პროექტების მომზადება, ლიცენზიებისა და ნებართვების მოპოვება, საგადასახადო და შრომის სამართალთან დაკავშირებით კონსულტაციების გაწევა, ადმინისტრაციული ორგანოების წინაშე წარმომადგენლობა.
ფირმის ადვოკატები კლიენტების ინტერესებს წარმოადგენენ როგორც სასამართლოსა და არბიტრაჟში, ისე ფინანსთა სამინისტროს სისტემაში მიმდინარე დავებში.  Legal 500- ის თანახმად, "ფირმის მომსახურება არის მაღალი ხარისხის და სასარგებლო", ფირმის იურისტები ავლენენ "ცოდნას, კომუნიკაციის უნარსა და გამოცდილებას". 
ბიუროს იურისტები კონსულტაციას უწევდნენ Egis-ს დაფუძნებისას.  ფირმის კლიენტებს შორის არიან Bloomberg, Public  Power Corporation SA და თიბისი ბანკი.  
ირაკლი კორძახია არის "მაღალი ხარისხის პროფესიონალი, კარგი ანალიზის უნარით, ასევე გამოირჩევა კანონების ცოდნით, მათი ინტერპრეტაციისა და პრაქტიკაში გამოყენების უნარით. განსაკუთრებით დასაფასებელია, მისი შესაძლებლობა დაინახოს საერთო სურათი".რეკომენდაციას ვუწევთ ასევე ირაკლი ჟღენტს. დანარჩენი პარტნიორები არიან - დავით პატარაია და საგადასახადო ექსპერტი სოფიო როინიშვილი, რომელიც ახლახანს გახდა პარტნიორი".

Legal 500- ის ვებგვერდზე   დასახალებული ვართ როგორც მეორე დონის ფირმა.

ჩვენი იურისტები მომსახურებას გაგიწევენ ქართულ,ინგლისურ და გერმანულ ენებზე.

ჩვენი ადვოკატები არიან საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრები.

ჩვენ ვაცნობიერებთ კლიენტების წინაშე არსებულ პროფესიულ პასუხისმგებლობას.

ფირმა არის ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი.  

ვამაყობთ ინტენსიური Pro Bono პრაქტიკით, რომელსაც ვახორციელებთ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან.

 

ბიუროს შესახებ

საადვოკატო ბიურო კორძახია, ჟღენტი სპს კლიენტებს აწვდის მომსახურების სრულ პაკეტს. ჩვენი პრაქტიკა მოიცავს ხელშეკრულებების გაფორმებასთან, სამოქალაქო, საბანკო, უძრავ ქონებასთან, სამეწარმეო, ფასიანი ქაღალდების, საგადასახადო სამართალთან დაკავშირებულ საკითხებს, ასევე წარმომადგენლობას არბიტრაჟსა და სასამართლოში.

ვრცლად
სიახლე
01.09.2017
2017 წლის სექტემბრიდან ნინო სოსელია გახდა საადვოკატო ბიურო "კორძახია, ჟღენტი" სპს-ს პარტნიორი. ვრცლად
კონტაქტი
მისამართი:
თბილისი, პეტრიაშვილის ქ. 10

ტელეფონი:
(+995 32) 2921878, 2220417

ფაქსი: (+995 32) 2921878

ელ-ფოსტა:
info@kjlaw.ge

ვებ-გვერდი:
www.kjlaw.ge