ბიუროს შესახებ ჩვენი გუნდი პრო ბონო
GRATA international-თან ასოცირება

მოხარული ვართ გაცნობოთ, საადვოკატო ბიურო კორძახია, ჟღენტი სპს GRATA international-თან ასოცირებული ფირმა გახდა.

საქართველო არის GRATA international-ის ამბიციური სტრატეგიის ნაწილი უზრუნველყოს კლიენტების მომსახურება მსოფლიოში.

მიუხედავად გლობალური და რეგიონალური გამოწვევებისა, საქართველოს ეკონომიკამ აჩვენა  მნიშვნელოვანი მოქნილობა. ქვეყნის მცდელობას მიეღწია ეკონომიკური თავისუფლებისთვის ხელი შეუწყო რეგიონში არსებულმა პოლიტიკურმა სტაბილურობამ. შედეგად, ქვეყანა არის ერთ-ერთი საუკეთესო სამეწარმეო გარემოს მქონე სახელმწიფო.

საადვოკატო ბიურო სპს კორძახია, ჟღენტთან ასოცირება GRATA international-ს საშუალებას მისცემს მომსახურება გაუწიოს საქართველოს ბაზარზე არსებულ კლიენტებს და გაავრცელოს ფირმის რეპუტაცია მომსახურების ხარისხთან დაკავშირებით.

GRATA international-ის ოფისები აქვს - აზერბაიჯანში, ბელორუსიაში, ჩეხეთში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, ლატვიაში, მონღოლეთში, რუსეთში, შვეიცარიაში, ტაჯიკეთში, თურქეთში, უკრაინაში, უზბეკეთსა და პოლონეთში. საქართველოში GRATA international-ის კლიენტები საადვოკატო ბიურო კორძახია, ჟღენტი სპს-ს საშუალებით მიიღებენ მაღალი ხარისხის მომსახურებას, როგორც საერთაშორისო, ისე შიდა კანონმდებლობის შესაბამისად.

Legal 500 GRATA international-ს ახასიათებს, როგორც „სანდო მრჩეველს “დავის ალტერნატიული გადაჭრის, საკორპორაციო, შრომის სამართალსა და საგადასახადო საკითხებთან დაკავშირებით“.

ბიუროს შესახებ

საადვოკატო ბიურო კორძახია, ჟღენტი სპს კლიენტებს აწვდის მომსახურების სრულ პაკეტს. ჩვენი პრაქტიკა მოიცავს ხელშეკრულებების გაფორმებასთან, სამოქალაქო, საბანკო, უძრავ ქონებასთან, სამეწარმეო, ფასიანი ქაღალდების, საგადასახადო სამართალთან დაკავშირებულ საკითხებს, ასევე წარმომადგენლობას არბიტრაჟსა და სასამართლოში.

ვრცლად
სიახლე
01.09.2017
2017 წლის სექტემბრიდან ნინო სოსელია გახდა საადვოკატო ბიურო "კორძახია, ჟღენტი" სპს-ს პარტნიორი. ვრცლად
კონტაქტი
მისამართი:
თბილისი, პეტრიაშვილის ქ. 10

ტელეფონი:
(+995 32) 2921878, 2220417

ფაქსი: (+995 32) 2921878

ელ-ფოსტა:
info@kjlaw.ge

ვებ-გვერდი:
www.kjlaw.ge