უძრავი ქონება და მშენებლობა

წამყვან დეველოპერულ ფირმებთან ურთიერთობის შედეგად დაგვიგროვდა გამოცდილება უძრავ ქონებასთან დაკავშირებული გარიგებების პროექტების შედგენაში,ასევე ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ მხარეებს შორის ურთიერთობის დარეგულირებაში.

ჩვენ ვემსახურებოდით საქართველოს წამყვან დეველოპერ კომპანიებს. კომპანიის იურისტები მონაწილეობდნენ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და შვეიცარიის საელჩოს მიერ თბილისში შენობების შეძენისა და საიჯარო ხელშეკრულების გაფორმების პროცესში.

ვმონაწილეობდით ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის დაკვეთით სახელმწიფოსა და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანს შორის შესაბამის მიწებზე აღნაგობის ხელშეკრულების გაფორმებაში.

ჩვენი კომპანიის პროფესიონალები კონსულტაციებს გაგიწევენ და დაგეხმარებიან სამართლებრივი დოკუმენტების მომზადებაში-შესაბამისი სამშენებლო ნებართვების მოპოვებისა და პროექტების დამტკიცებისთვის.

ბიუროს შესახებ

საადვოკატო ბიურო კორძახია, ჟღენტი სპს კლიენტებს აწვდის მომსახურების სრულ პაკეტს. ჩვენი პრაქტიკა მოიცავს ხელშეკრულებების გაფორმებასთან, სამოქალაქო, საბანკო, უძრავ ქონებასთან, სამეწარმეო, ფასიანი ქაღალდების, საგადასახადო სამართალთან დაკავშირებულ საკითხებს, ასევე წარმომადგენლობას არბიტრაჟსა და სასამართლოში.

ვრცლად
სიახლე
01.09.2017
2017 წლის სექტემბრიდან ნინო სოსელია გახდა საადვოკატო ბიურო "კორძახია, ჟღენტი" სპს-ს პარტნიორი. ვრცლად
კონტაქტი
მისამართი:
თბილისი, პეტრიაშვილის ქ. 10

ტელეფონი:
(+995 32) 2921878, 2220417

ფაქსი: (+995 32) 2921878

ელ-ფოსტა:
info@kjlaw.ge

ვებ-გვერდი:
www.kjlaw.ge