საბანკო სადაზღვეო სამართალი

ჩვენი ბიუროს ადვოკატებს  აქვთ საბანკო და სადაზღვევო სამართლის სფეროში  საქმიანობის ხანგრძლივი გამოცდილება,  რაც მოიცავს როგორც ბანკის შიდა იურისტად, ისე იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელად მუშაობას. ჩვენ სხვადასხვა პერიოდში კონსულტაციებს ვუწევდით საქართველოს თითქმის ყველა წამყვან კომერციულ ბანკს, ასევე მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ბანკად რეორგანიზაციისა და ლიცენზიის მიღების მიზნით.  ვმონაწილეობდით ბანკებს შორის აქტივების გადაცემის ტრანზაქციებში.

ჩვენი კომპანიის იურისტების დახმარებით დაფუძნდა პირველი კერძო საპენსიო ფონდი საქართველოში, რომელსაც დავეხმარეთ შესაბამისი ლიცენზიის აღებაში, ვუწევდით კონსულტაციებს სხვადასხვა საკითხზე სადაზღვევო სამართლის სფეროში.

კიდევ ერთი სფერო, რომელშიც გვაქვს მნიშვნელოვანი გამოცდილება, როგორც კანონმდებლობის შექმნაში მონაწილეობის, ისე ბაზარზე არსებული კომპანიების მომსახურების კუთხით, არის სალიზინგო სამართალი.

ბიუროს შესახებ

საადვოკატო ბიურო კორძახია, ჟღენტი სპს კლიენტებს აწვდის მომსახურების სრულ პაკეტს. ჩვენი პრაქტიკა მოიცავს ხელშეკრულებების გაფორმებასთან, სამოქალაქო, საბანკო, უძრავ ქონებასთან, სამეწარმეო, ფასიანი ქაღალდების, საგადასახადო სამართალთან დაკავშირებულ საკითხებს, ასევე წარმომადგენლობას არბიტრაჟსა და სასამართლოში.

ვრცლად
სიახლე
01.09.2017
2017 წლის სექტემბრიდან ნინო სოსელია გახდა საადვოკატო ბიურო "კორძახია, ჟღენტი" სპს-ს პარტნიორი. ვრცლად
კონტაქტი
მისამართი:
თბილისი, პეტრიაშვილის ქ. 10

ტელეფონი:
(+995 32) 2921878, 2220417

ფაქსი: (+995 32) 2921878

ელ-ფოსტა:
info@kjlaw.ge

ვებ-გვერდი:
www.kjlaw.ge